მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იმედი|imedinews.ge

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს მარიამ ქვრივიშვილისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაო შეხვედრაში, რომელშიც ADB-ის მხრიდან ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჯონჰუ ჰვანგი, სოციალური და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორი ზეჰრა აბასი და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი მონაწილეობდნენ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, მათ შორის, მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად დიდი ჰესების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც ამ კუთხით ქვეყანას გააჩნია. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში, ქარისა და ჰიდროპროექტების განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ADB-ის მხარდაჭერაზე, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სექტორში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებას. აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი