მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ კახეთის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჭაჭუნას, მარიამჯვრის, თუშეთისა და ბაწარა-ბაბანეურის მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის. მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“.

პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცოდნის ამაღლება და ბუნების დაცვის პროცესში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, ასევე გაიმართება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) პროექტის გახსნითი ღონისძიება, დედაენის ბაღში ჩატარდება მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობები და პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში კი საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდებიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი