მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკო რუბიო: აშშ-ის მთავრობა 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს ახორციელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ - თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია
მარკო რუბიო: აშშ-ის მთავრობა 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს ახორციელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ - თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) და შეერთებული შტატების მინისტერიალის შემდგომ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოხარულია, რომ შეერთებული შტატების ერთგულება ASEAN-ის მიმართ მხოლოდ სიტყვებით კი არა, კონკრეტული ქმედებებითაც დასტურდება.

მისი თქმით, აშშ გამოიყენებს მთავრობის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად, მათ შორის საგარეო დახმარების მიმართულებითაც.

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ კონფერენციაზე, რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, რაც ადასტურებს შტატების ერთგულებას რეგიონის მიმართ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია.

"ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ აშშ-ის მთავრობის 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ. ჩვენ ვახორციელებთ ამ ინვესტიციებს, რადგან ASEAN-ის განვითარება შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის. ეს არ არის ქველმოქმედება. ჩვენ ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ კეთილი ადამიანები ვართ - თუმცა, ვფიქრობ, მართლაც ასეთები ვართ - არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია და ჩვენ მას არასოდეს მივატოვებთ.

რაც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც გლობალური გავლენა აქვს, ამიტომ გვიწევს ურთიერთობა იმ ძლიერ ქვეყნებთანაც, რომლებთანაც გარკვეული უთანხმოებები გვაქვს. თუმცა ეს არასდროს მოხდება ჩვენი ალიანსების, პარტნიორების ან ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. აქ წარმოდგენილ თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია“,- განაცხადა რუბიომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდაBM.GE
  • რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 1-ელ სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინატვ პირველი
დოლარი →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

იმედი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

იმედი