მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკო რუბიო: აშშ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყოველთვის ურთიერთდამოკიდებული იქნება, ვინაიდან ეს რეგიონი 21-ე საუკუნეში ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად ყალიბდება, მტკიცედ მჯერა, რომ 21-ე საუკუნის მომავალი სწორედ ამ რეგიონში და აქ მიმდინარე მოვლენების განვითარების მიხედვით დაიწერება
მარკო რუბიო: აშშ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყოველთვის ურთიერთდამოკიდებული იქნება, ვინაიდან ეს რეგიონი 21-ე საუკუნეში ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად ყალიბდება, მტკიცედ მჯერა, რომ 21-ე საუკუნის მომავალი სწორედ ამ რეგიონში და აქ მიმდინარე მოვლენების განვითარების მიხედვით დაიწერება

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვინაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია 21-ე საუკუნეში ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად ყალიბდება მას მტკიცედ სჯერა, რომ 21-ე საუკუნის მომავალი და მისი ისტორია სწორედ ამ რეგიონში და აქ მიმდინარე მოვლენების განვითარების მიხედვით დაიწერება.

მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყოველთვის ურთიერთდამოკიდებული იქნება.

რუბიოს განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) ავითარებს ციფრულ ეკონომიკას, ახდენს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას და ქმნის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვს, აშშ-ს სურს რომ იყოს ასოციაციაში შემავალი ქვეყნების ყველაზე სანდო პარტნიორი თითოეულ ამ წამოწყებაში.

„იმ ფონზე, როდესაც ASEAN ავითარებს ციფრულ ეკონომიკას, ახდენს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას და ქმნის უფრო უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვს, აშშ-ს სურს, რომ ამ რეგიონული გამოწვევების გადასაჭრელად პრაქტიკული გადაწყვეტილებები შესთავაზოს. გვსურს, ვიყოთ თქვენი ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სანდო პარტნიორი თითოეულ ამ წამოწყებაში. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ რეგიონულ უსაფრთხოებას ASEAN-ის ქვეყნებისთვის განმაღმვითი სამუშაოებისთვის თითქმის 130 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფით, რაც ასახავს ჩვენს ზრუნვას რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ASEAN-ის პროგრამებსა და საქმიანობას საფუძვლად პრაგმატიზმი უდევს და გვსურს, ხელი შევუწყოთ უფრო უსაფრთხო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის შექმნას თქვენი ხალხისთვის.

შეერთებული შტატები, როგორც უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დგას ASEAN-ის გვერდით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი ეკონომიკისა და ხალხის გასაძლიერებლად მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობის გზით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ იყოს თქვენი საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორი მომდევნო 50 წლის განმავლობაში და მის მიღმაც. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ჩვენს დღევანდელ დისკუსიას იმ საკითხებზე, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მომავალი წლების განმავლობაში“, - აღნიშნა რუბიომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უსაფრთხოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • რუსეთმა დრონებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა | ზელენსკის პასუხიBM.GE
  • მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა უსაფრთხოების რისკების გამო ზედიზედ მეორე ღამეს შეაჩერესფორმულა
  • სამხარაულის ბიურომ აუდიოჩანაწერებისა და ხმის ანალიზის რუსული პროგრამა შეიძინა - მკვლევრები უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენტვ პირველი
  • საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
უსაფრთხოების →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

იმედი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

იმედი