მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკო რუბიო ნატოზე: რისთვის ვართ იქ? მხოლოდ მათ დასაცავად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად?
მარკო რუბიო ნატოზე: რისთვის ვართ იქ? მხოლოდ მათ დასაცავად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად?

მარკო რუბიო ნატოზე: რისთვის ვართ იქ? მხოლოდ მათ დასაცავად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად?

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოში ამერიკის წევრობის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა.

ტელეკომპანია Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის პირველმა დიპლომატმა კითხვა დასვა, თუ რისთვის არის ამერიკა ნატოს წევრი? მხოლოდ მოკავშირეების დასაცავად და არა ამერიკის ეროვნული ინტერესების გასატარებლად?

„რისთვის ვართ იქ? მხოლოდ მათ დასაცავად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად? ეს ძალიან დროული კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ“, - განაცხადა რუბიომ.

რუბიომ აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესში მუშაობისას ის ნატოს მხარს უჭერდა, რადგან ალიანსი ამერიკას სხვადასხვა ქვეყანაში სამხედრო ბაზების განთავსების უფლებას აძლევდა.

„შესაბამისად, როცა ნატოს პარტნიორები აღნიშნული ბაზების გამოყენებაზე უარს გვეუბნებიან, ჩნდება კითხვა, თუ რატომაა ნატო ამერიკისთვის სასარგებლო. ახლა, მაგალითად, ესპანეთმა უარით გაგვისტუმრა. მაშ, რა აზრი აქვს ალიანსს? ეს ემსგავსება ერთგვარ გამონათქვამს „ისინი მაშინ არიან მოკავშირეები, როცა მათ ეს ხელს აძლევს“, - დასძინა რუბიომ.

ამასთან, მან აღიარა, რომ არსებობენ ნატოს ისეთი წევრები, რომლებიც აშშ-ს ეხმარებიან.

„გამოვყოფ მხოლოდ ერთს - პორტუგალიას. მათ თანხმობა განაცხადეს მანამ, სანამ ჩვენ ვთხოვდით“, - თქვა მარკო რუბიომ.

მისივე ინფორმაციით, აშშ-ს აგრეთვე ეხმარებიან პოლონეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი