მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მძღოლს, რომელიც ნაძალადევის რაიონში ტროტუარზე მიმავალ ქალს დაეჯახა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მძღოლს, რომელიც ნაძალადევის რაიონში ტროტუარზე მიმავალ ქალს დაეჯახა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მძღოლს, რომელიც ნაძალადევის რაიონში ტროტუარზე მიმავალ ქალს დაეჯახა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

იმედი|imedinews.ge

თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 ივნისს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, სწრაფად დაძრა ავტომანქანა, რის შედეგადაც ტროტუარზე მისი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითს და ტროტუარზე მდგარ ავტომანქას შეეჯახა.

შეჯახების შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვაBM.GE
  • სააპელაციომ მაღაროელების პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვანეტგაზეთი
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი