მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: ევროპარლამენტარები FIFA-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ
მედია: ევროპარლამენტარები FIFA-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ

მედია: ევროპარლამენტარები FIFA-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტარების ჯგუფი FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს საქმიანობის გამოძიებას ითხოვს, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით გააუქმა აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელის ფოლარინ ბალოგანის მიერ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღებული დისკვალიფიკაცია. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები, ხომ არ მოახდინა FIFA-ს გადაწყვეტილებაზე გავლენა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

Euronews-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრთა ჯგუფმა გუშინ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც ინფანტინოს როლის გამოძიებას ითხოვს. ევროპარლამენტში გავრცელებულ წერილში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს მოუწოდებენ, FIFA-გან გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და შესაძლო პოლიტიკური ჩარევის ოფიციალური გადახედვა მოითხოვონ.

ბალოგანმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია, 1 ივლისს ბოსნია და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რაც მოქმედი წესებით ავტომატურად მომდევნო შეხვედრის გამოტოვებას ითვალისწინებს.

თუმცა, ორშაბათს FIFA-მ ბელგიის წინააღმდეგ მატჩისთვის მისი დისკვალიფიკაცია გააუქმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპი, რომელსაც ინფანტინოსთან წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, FIFA-ს პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა.

FIFA-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიო ჩემპიონატების თანამედროვე ისტორიაში, როდესაც ტურნირის მიმდინარეობისას მიღებულ წითელ ბარათს ავტომატურად დისკვალიფიკაცია არ მოჰყოლია.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის ნაკრები ბელგიასთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ევროპარლამენტარებმა ბარი ენდრიუსი, ლარა უოლტერსი და ნილს ფუგლსანგი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ FIFA-ს გადაწყვეტილება „ტურნირის მიმდინარეობისას წითელი ბარათის წესის შეცვლის შესახებ სირცხვილია და სამართლიანობის უხეში დამახინჯებაა“.

„კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ დაემორჩილნენ ინფანტინო და FIFA ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ პეტიციას ამ დროისთვის კიდევ 35 ევროპარლამენტარი შეუერთდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • პროკურატურა: ხელახალი გამოძიების მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულიაფორმულა
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • თავდამსხმელმა ჩვენება 2 წლის შემდეგ შეცვალა - რას ედავება გამოძიება მელიას თანამებრძოლს და მისი დაცვის წევრს?ტვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
გამოძიება →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

იმედი

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი