
თავდამსხმელმა ჩვენება 2 წლის შემდეგ შეცვალა - რას ედავება გამოძიება მელიას თანამებრძოლს და მისი დაცვის წევრს?
ნიკა მელიაზე თავდამსხმელის მამა თავდასხმიდან 2 წლის თავზე ირწმუნება, რომ მის შვილი ოპოზიციის ლიდერს თავს პოლიტიკური მიზნით არ დასხმია, რომ სულხან საბა ნიკოლეიშვილმა დანაშაული ემოციურ ნიადაგზე ჩაიდინა. ახლა თავდამსხმელის მამის მთავარი ადრესატი, ექიმი ანზორ მელიაა.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ნიკა მელიაზე თავდამსხმელმა თავდასხმიდან 2 წლის თავზე ჩვენება შეცვალა. თუ 2 წლის წინ სულხან საბა ნიკოლეიშვილი აღიარებდა მელიაზე პოლიტიკური მიზნით თავდასხმას ახლა იწრწმუნება, რომ ოპოზიციის ლიდერს პირადი მიზნით დაესხა თავს.
რადგან სულხან საბა ნიკოლაიშვილს ტკივილი არ განუცდია და პრეტენზია არ აქვს, ეს სავარაუდოდ, ის მთავრი მიზეზია, რის გამოც პროკურატურა ცოტნე მირცხულავასა და გაბრიელ კობერიძის მიმართ სასამართლო პროცესზე საპატიმრო გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
თავდასხმა ნიკა მელიაზე საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაშინ მოხდა, როცა ოპოზიციის ლიდერი პარტია ახალის ერთ-ერთ ოფის სამტრედიაში ხსნიდა. მედიასთან კომენტარს აკეთებდა და სწორედ ამ დროს ჩაარტყა სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა მუშტი სახეში. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების განეიტრალება იქვე მდგომმა სტუდენტმა ცოტნე მირცხულავამ და მელიას მცველმა გაბრიელ კობაიძემ სცადეს. ამ დროს თავდამსხმელი მანქანასთან წაიქცა, სწორედ ამ ეპიზოდზე გვეუბნება ახლა პროკურატურა 729 დღის შემდეგ, რომ დანაშაული მოხდა.
ნანუკა ქაჯაია თემის დეტალებით
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge