მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
მედია: პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

მედია: პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის მოსახლეობის თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანია IBRiS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 59,7% არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. მათგან 32,3% აცხადებს, რომ „სრულად წინააღმდეგია“, ხოლო 27,4% - „უფრო წინააღმდეგია“.

ამავდროულად, გამოკითხულთა 35,4% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მათ შორის 8,4% - „სრულად მხარს უჭერს“, ხოლო 26,9% - „უფრო მხარს უჭერს“. 5%–ს ამ საკითხზე პოზიცია არ აქვს.

კვლევის მიხედვით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მაღალია პოლონეთის მმართველი კოალიციის ამომრჩევლებში.

კერძოდ, „სამოქალაქო პლატფორმის“, „მემარცხენეების“, „პოლონეთის სახალხო პარტიის“ და „პოლონეთი 2050“-ის მხარდამჭერთა 64% უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერს, ხოლო 32% წინააღმდეგია.

ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „კანონი და სამართალი“, „თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, „პოლონეთის გვირგვინის კონფედერაცია“ და „ერთად“, ამომრჩევლებს შორის კი სურათი საპირისპიროა: მხოლოდ 24% უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 73% წინააღმდეგია.

გამოკითხვა 12–13 ივნისს სატელეფონო ინტერვიუების მეთოდით ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობდა 1 068 რესპონდენტი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →მედია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი