მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მერცი: „ასოცირებული წევრობა“ უკრაინაში შესაძლოა არაპოპულარული იყოს - ნაცვლად ამისა, ინტეგრაციის ისეთი შუალედური ფორმა უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინას, გაწევრიანების პროცესის პარალელურად, ევროკავშირის ინსტიტუტებში მჭიდრო მონაწილეობის საშუალებას მისცემდა, თუმცა, ხმის უფლების გარეშე
მერცი: „ასოცირებული წევრობა“ უკრაინაში შესაძლოა არაპოპულარული იყოს - ნაცვლად ამისა, ინტეგრაციის ისეთი შუალედური ფორმა უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინას, გაწევრიანების პროცესის პარალელურად, ევროკავშირის ინსტიტუტებში მჭიდრო მონაწილეობის საშუალებას მისცემდა, თუმცა, ხმის უფლების გარეშე

მერცი: „ასოცირებული წევრობა“ უკრაინაში შესაძლოა არაპოპულარული იყოს - ნაცვლად ამისა, ინტეგრაციის ისეთი შუალედური ფორმა უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინას, გაწევრიანების პროცესის პარალელურად, ევროკავშირის ინსტიტუტებში მჭიდრო მონაწილეობის საშუალებას მისცემდა, თუმცა, ხმის უფლების გარეშე

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა ღია უნდა დარჩეს რუსეთთან ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად. მან გააფრთხილა, რომ გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა უკრაინელი ხალხის ღალატის ტოლფასი იქნება.

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა უარყო მოსაზრება, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა მოსკოვთან მოლაპარაკებებს დაუკავშირდეს. მისი თქმით, ეს ფაქტობრივად რუსეთს მისცემდა კიევის ევროპულ მომავალზე ვეტოს დადების უფლებას.

„ჩვენ უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივა ღია უნდა დავტოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნამდვილად იქნებოდა უკრაინელი ხალხის ღალატი“, - განაცხადა მერცმა.

სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, გავლენას ახდენს თუ არა ეს უკრაინის ევროინტეგრაციულ მისწრაფებებზე, კანცლერმა უპასუხა: „არა, ეს შთაბეჭდილება მცდარია“.

მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს სუვერენული უფლება, განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური ვექტორი და აირჩიოს ალიანსები, რომლებშიც გაწევრიანება სურს. მისი თქმით, მაშინ როცა საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა განაგრძონ მუშაობა რუსეთის ომის დასასრულებლად, ეს ძალისხმევა უკრაინის ევროინტეგრაციის ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს.

გერმანიის ლიდერმა ასევე ისაუბრა თავის ადრინდელ წინადადებაზე, რომელიც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებამდე ინტეგრაციის შუალედურ ფორმას გულისხმობს და განმარტა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამ იდეისთვის უარი არ უთქვამს.

„მე ამ თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ ვესაუბრე. არსებითი უთანხმოება არ არსებობს“, - განაცხადა მერცმა.

მან განმარტა, რომ ტერმინი „ასოცირებული წევრობა“ შესაძლოა უკრაინაში არაპოპულარული იყოს, რადგან ის 2013 წელს შეთავაზებულ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას აგონებს. ნაცვლად ამისა, მან შესთავაზა ინტეგრაციის ისეთი შუალედური ფორმის შექმნა, რომელიც უკრაინას ევროკავშირის ინსტიტუტებში მჭიდრო მონაწილეობის საშუალებას მისცემდა - ხმის უფლების გარეშე - იმ დროს, სანამ გაწევრიანების პროცესი გრძელდება.

მერცმა აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომა წარმოუდგენია მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვისაც, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უკვე დადასტურებული აქვთ.

„ორი გზა არსებობს: ან უარს ვიტყვით ამ დაპირებაზე და ვიტყვით, რომ მისი შესრულება შეუძლებელია, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი შესაძლო გადაწყვეტილება იქნებოდა, ან ვაღიარებთ, რომ პროცესი რთულია, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლას გავაგრძელებთ“, - განაცხადა მან.

კანცლერმა გააფრთხილა, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ბლოკის სანდოობას, არამედ მის გეოპოლიტიკურ პოზიციებსაც.

„თუ ამ ნდობას დავკარგავთ, ჩვენ მხოლოდ სანდოობას კი არ დავკარგავთ, არამედ დავკარგავთ ამ ქვეყნებსაც, რაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის, ევროპელებისთვის, ყველაზე ცუდი რამ იქნება, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა მერცმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →პროცესი →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი