მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მერცი: მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს
მერცი: მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს

იმედი|imedinews.ge

მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერცმა ალიევს სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირება მიულოცა და აღნიშნა: „ეს ისტორიული ხელშეკრულება ახალ შანსს იძლევა, საბოლოოდ დაძიძლიოს გაჭიანურებული კონფლიქტი“.

მერცის თქმით, გერმანიისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური უსაფრთხოება და ეკონომიკური ინტერესები მასშტაბურმა ომებმა მნიშვნელოვნად დააზარალა.

გერმანიის მთავრობის მეთაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ომები ერთმანეთისგან განსხვავდება, „ჩვენ მათი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრენი ვართ“.

„აქ დავრწმუნდით, რომ საბოლოო ჯამში, მყარი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. დღეს ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენ მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. ამავდროულად, შევთანხმდით აზერბაიჯან-გერმანიის საქმიანი საბჭოს დაარსებაზე. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე, ჩვენს თანამშრომლობას ნავთობის, ასევე სამხრეთის გაზის დერეფნით გაზის მიწოდების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა მერცმა და დასძინა, რომ ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ორივე ქვეყნისთვის და გერმანია სერიოზულად ეკიდება აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →სრულად →უსაფრთხოების →

მსგავსი სტატიები

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

იმედი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

იმედი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი