მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეცოლა ალიევს: ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობის მეთოდებს
მეცოლა ალიევს: ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობის მეთოდებს

მეცოლა ალიევს: ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობის მეთოდებს

იმედი|imedinews.ge

ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, სადაც ევროკავშირის, მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ, ილჰამ ალიევსა და რობერტა მეცოლას შორის მწვავე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, - წერს Euronews-ი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპარლამენტი, რომელსაც მეცოლა ხელმძღვანელობს, ბაქოს შესახებ „ცილისწამებისა და სიცრუის გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

მეცოლამ, თავის მხრივ, სიტყვა ითხოვა და მკვეთრად უარყო ეს ბრალდებები. „ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობის მეთოდებს, მაშინაც კი, თუ ეს ვინმესთვის დისკომფორტის შემქმნელი იქნება“, - განაცხადა მან.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები ცდილობენ „საბოტაჟი მოუწყონ სამშვიდობო პროცესს“, რომელიც გასულ წელს აშშ-ის შუამავლობით დაიწყო და მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დიპლომატიური და ეკონომიკური ჩარჩოები დაადგინა.

ალიევმა დასძინა, რომ ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის კრიტიკით 14 რეზოლუცია მიიღო და ამას ქვეყნით „ერთგვარი აკვიატება“ უწოდა.

მან ასევე დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის პარლამენტი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით შეაჩერებს. ევროდეპუტატების მუშაობის კრიტიკის პარალელურად, ის მიესალმა ევროკომისიის ძალისხმევას ბრიუსელისა და ბაქოს - ნავთობისა და გაზის მსხვილი ექსპორტიორის - ურთიერთობების გაძლიერებისა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით.

მეცოლამ პარლამენტის დასაცავად საპასუხო არგუმენტები მოიყვანა.

„ევროპარლამენტი არის დემოკრატიული ორგანო, რომელიც პირდაპირი კენჭისყრით აირჩევა და მისი რეზოლუციები ხმათა უმრავლესობით მიიღება“, - განაცხადა მან. „ჩვენ გვესმის, რომ შედეგები ზოგიერთისთვის შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ჩვენ არასდროს შევცვლით ჩვენი მუშაობის პრინციპს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ