მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს

იმედი|imedinews.ge

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.

„დღეს „შაბათის ფორმულას“ ვუცქერ, 20 ივნისის 7 წლისთავი ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან, კითხვას უსვამს სალომე ზურაბიშვილს აქციაზე მისულს:

-თქვენი ემოცია თუ გახსოვთ შვიდი წლის წინ, როცა ნახეთ პარლამენტის წინ რაც ხდებოდა..?

სალომე ზურაბიშვილი: - მე მახსოვს ჩემი ემოცია, იმიტომ რომ რაღაც საერთაშორისო სპორტული ის იყო, და ვიყავი ბელარუსში, და იქიდან გამოვფრინდი...

მე კარგად მახსოვს სალომე! 19 ივნისს საღამოს 7 დან -9-მდე ვიყავი შენთან სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. უკვევ საკმაოდ იყავით შეზარხოშებულნი, როდესაც მოვედი. შემდეგ სახლის ბანზე ახვედით და იქ გააგრძელეთ სმა! მე ადრე წამოვედი, ვინაიდან თქვენს საზეიმო განწყობას ვერ მოვერგე, არც „საბუტილნიცობა” ვერ გაგიწიეთ მოქეიფეებს.

რუსთაველზე სიტუაცია იძაბებოდა, ამიტომ სახლში ადრე დავბრუნდი. სალომე! შენიდან დაბრუნებულმა ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ვიხილე ხალხის დარბევა და დასახიჩრება. ის ღამე თეთრად გავათენე, ვინაიდან 20-მდე პოლიციის განყოფილება შემოვიარე და ვერსად ჩემი შვილი ვერ ვიპოვე. უამრავი ახალგაზრდა ხელბორკილდადებული და დასისხლიანებული ვნახე განყოფილებებში. უშედეგო ძებნის შემდეგ შენ დაგირეკე (თბილისში და არა ბელორუსში)

პირველი შენი კითხვა იყო: -“ტყვიით ხომ არ დაშავებულა? “ მეორე კითხვა! ( მკაცრი ტონით) - რატომ გავიდა? რა უნდოდა იქა?

სალომე რატომ იტყუები? შენ გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ, და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს.

„ტყუილს მოკლე ფეხი აქვს!”, - წერს მზია ნიორაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →სახლში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი