მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხაილ ფედოროვმა სირსკისთან კონფლიქტზე საჯაროდ ისაუბრა და მთავარსარდალი უკრაინის გახლეჩაში დაადანაშაულა
მიხაილ ფედოროვმა სირსკისთან კონფლიქტზე საჯაროდ ისაუბრა და მთავარსარდალი უკრაინის გახლეჩაში დაადანაშაულა

მიხაილ ფედოროვმა სირსკისთან კონფლიქტზე საჯაროდ ისაუბრა და მთავარსარდალი უკრაინის გახლეჩაში დაადანაშაულა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა საჯაროდ აღიარა, რომ მის გადაყენებას ხელი უკრაინის მთავარსარდალთან კონფლიქტმა შეუწყო ხელი. დაძაბულ ბრიფინგზე გამოსვლისას ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული გახდა არჩევანი გაეკეთებინა მასსა და მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის შორის. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის არასოდეს წაუყენებია ულტიმატუმი - „ან მე, ან სირსკი“.

„როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ სირსკის გადაყენებას არ გეგმავდა, მე ვუპასუხე, რომ ვეთანხმებოდი. ეს მისი, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებაა და მე ვისწავლიდი მასთან მუშაობას, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენი დამკვეთი უკრაინელი ხალხია და სხვა არავინ“, - განაცხადა მან.

თუმცა, ფედოროვმა აღნიშნა, რომ მის რეფორმების დღის წესრიგს მალევე შეექმნა წინააღმდეგობა უმაღლესი სამხედრო სარდლობის მხრიდან.

„ჩვენ წავაწყდით ჩვენი ყველა ინიციატივის სრულ ბლოკირებას. სირსკი არ არის მზად, პრობლემებზე პირისპირ, ღიად ისაუბროს. ის მზადაა იაროს შეხვედრებზე, ხლართოს ინტრიგები, იფიქროს, რომ ვიღაც მის წინააღმდეგ მედიაკამპანიებს აორგანიზებს. მან ულტიმატუმი წამოაყენა. იმის ნაცვლად, რომ ეფიქრა, როგორ დაგვემარცხებინა რუსეთი ასიმეტრიულად, მან მოიფიქრა, როგორ გაეხლიჩა ქვეყანა“, - დასძინა ფედოროვმა.

კრიტიკასტან ერთად, ფედოროვმა აღიარა, რომ 2022 წელს სირსკიმ უკრაინა გადაარჩინა, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა „ომი შეიცვალა“.

ფედოროვმა ასევე დაადასტურა, რომ გადაყენების შემდეგ ზელენსკიმ მას მრჩევლის როლი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ამის მიზეზად გადაყენებულმა მინისტრმა ის ინსტიტუციური წინააღმდეგობა დაასახელა, რომელსაც არმიის მოდერნიზების მცდელობისას წააწყდა.

მინისტრის გადაყენებამ კიევსა და სხვა ქალაქებში პროტესტი გამოიწვია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი