მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული, ღირსეული სახელმწიფო, რომელიც მზად არის ყველა ქვეყანასთან თანასწორობის ფორმატში აწარმოოს პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული, ღირსეული სახელმწიფო, რომელიც მზად არის ყველა ქვეყანასთან თანასწორობის ფორმატში აწარმოოს პოლიტიკა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისმა წინამორბედმა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური გზა აირჩია.

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია - ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, პრეზიდენტისგან სხვა გზავნილები ჟღერდებოდა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან - სხვა. დამეთანხმება საზოგადოება, რომ ეს არ არის ნორმალური პროცესი. ამას შემდეგ ალბათ საზოგადოებაც ხედავს, რომ დაბალანსდა ინსტიტუტებს შორის პროცესი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე სხვა ქვეყნების ლიდერების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში.

„ეს მოასწავებს იმას, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა გამოკვეთილია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეროვნული ინტერესების ფორმირებით ვაწარმოოთ ურთიერთნდობაზე, ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პოლიტიკა. ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ვპოზიციონირებთ, რომ ჩვენი როლი და ფუნქცია კარგად გავაგებინოთ ყველა პარტნიორს, ვისთანაც გვიწევს ურთიერთობა. ისტორიულად, როცა ქართული სახელმწიფო იყო წარმატებული და ძლიერი სწორედ ამ პოლიტიკას აწარმოებდა - ჩვენ არავის ვესხმით თავს, ჩვენ ვართ დაკავებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, მზად ვარ ყველა ქვეყანასთან ვაწარმოოთ ურთიერთობა ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული. ახლა ერთიანი ხედვით არის წარმოდგენილი სახელმწიფო და უფრო გვიადვილდება ჩვენი პოზიციების გაჟღერება.

შევძელით და გავუძელით გამოწვევებს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული, ღირსეული სახელმწიფო, რომელიც მზად არის ყველა ქვეყანასთან თანასწორობის ფორმატში აწარმოოს პოლიტიკა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყაველაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპული აქციების მონაწილეებიც შეიწყალა | სიაBM.GE
  • ყაველაშვილმა შეიწყალა რუსული კანონის აქციებისას დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილინეტგაზეთი
  • ყაველაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - მიმართვაში რუსული აგრესია არ უხსენებიატვ პირველი
  • "ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს" - პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავსრუსთავი 2
ყაველაშვილი →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

იმედი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

იმედი

დავით ქართველიშვილი: საქართველო გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად გარდაიქმნება

დავით ქართველიშვილი: საქართველო გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად გარდაიქმნება

იმედი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს

იმედი