
მიხეილ ყაველაშვილი: საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ გამარჯვებას ვულოცავ!
იმედი|imedinews.ge
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს.
„საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ!“, - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.
ცნობისთვის, გუშინ „იბერიამ” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საკუთარ სტადიონზე ჩრდილოეთ ირლანდიის “ლარნე” დამატებით დროში 2-1 დაამარცხა და მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მოიპოვა. მასპინძლების შემადგენლობაში თითო ბურთი ვახტანგ ბედოშვილის და ნიკოლოზ სიხარულაშვილის ანგარიშზეა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge