მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის დინამიკა ელჩის დიპლომატიური მისიის პერიოდში, მათ შორის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევაც.

საუბარი შეეხო იმ პრაქტიკულ შედეგებსაც, რომლებიც პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვა - ორმხრივი უვიზო რეჟიმის ამოქმედება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და გაფართოება, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში კავშირების გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება და უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება.

განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგიც, მათ შორის, საუბარი შეეხო სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის კავშირების გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ სექტორში სამომავლო თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტმა ჭოუ ციენს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყაველაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპული აქციების მონაწილეებიც შეიწყალა | სიაBM.GE
  • ყაველაშვილმა შეიწყალა რუსული კანონის აქციებისას დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილინეტგაზეთი
  • ყაველაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - მიმართვაში რუსული აგრესია არ უხსენებიატვ პირველი
  • "ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს" - პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავსრუსთავი 2
ყაველაშვილი →

მსგავსი სტატიები

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს და საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს და საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს

იმედი

ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის

ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის

იმედი

ზაგრებში ნარჩენების გატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ზაგრებში ნარჩენების გატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

იმედი

ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

იმედი