
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია მისი მისამართით ციხეში იგინება, როდესაც დერეფანში გადაადგილდება
იმედი|imedinews.ge
მსჯავრდებული სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში ნიკა მელია დედას აგინებს. სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელ პატიმარს კრიმინალს უწოდებს და იმ ადამიანებს ადარებს, რომლებიც მისივე თქმით, გლდანში აგინებდნენ. სააკაშვილმა არ იცის, რა უნდა მისგან მელიას.
„ნიკანორ მელია, დიახ, ის მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით, ზუსტად რა უნდა“, - წერს იგი სოციალურ ქსელში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge