მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით: არის მედიკამენტები, რომლის პაციენტზე გავრცელება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით: არის მედიკამენტები, რომლის პაციენტზე გავრცელება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას

იმედი|imedinews.ge

არის მედიკამენტები, რომლის გამოყენება/არ გამოყენებას და პაციენტზე გავრცელება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. ამაზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მედიკამენტებზე საუბრისას.

მისი თქმით, ვიდრე კონკრეტული მედიკამენტები ჩაეშვება სამკურნალო პროცესში, საჭიროა ერთობლივი მუშაობა და ჩართულობა, როგორც მშობლების, ასევე, ექიმების.

„ამ საკითხებს დასჭირდება შესწავლაც, მომზადებაც, ექიმების ტრენინგიც. ყველაფერი ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს. ყველა მედიკამენტს აქვს თავისი თვისება, დახასიათება, ლოგიკა გამოყენების. არის მედიკამენტები, რომელიც შეიძლება ესადაგებოდეს უკლებლივ ყველას იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ასე წარიმართოს ერთ-ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით. არის მედიკამენტი, რომელზეც თვითონ მწარმოებელი აკეთებს დათქმას, რომ ეს გამოიყენება კონკრეტულად ამა და ამ ასაკობრივ ჯგუფში და სხვასთან არ გამოიყენება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, რადგან დიუშენის სინდრომს ახასიათებს დაავადებების ნაირსახეობები, პერიოდულად საჭირო იქნება მონაცემთა ბაზის განახლება და ზოგიერთი მედიკამენტის დაშვება ან გამორიცხვა მკურნალობის პროცესში.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებითან პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა

პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ

პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ

იმედი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

იმედი

აზერბაიჯანმა უარყო CNN-ის რეპორტაჟი, რომლის მტკიცებითაც, მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა და რომ ქვეყანაში ისრაელის ძალები იყვნენ განლაგებულნი