მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს. ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისა და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს. ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისა და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს. ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისა და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

იმედი|imedinews.ge

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა კიდევ გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით, პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

„ტრიკაფტა“ ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს.

ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს. მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირესა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას - რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, აღნიშნული შემცირება საერთო ჯამში 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და მტკიცებულებებით.

„დღეს, მინდა, საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი, მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე. საქმე ამჯერად ეხება ცისტური ფიბროზის იგივე მუკოვისციდოზის, იშვიათი გენეტიკური, ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას. ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი, წებოვანი ლორწოს წარმოქმნას. დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას. დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში.

ამიტომ, უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი, დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მედიკამენტის დანერგვისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობას და „ტრიკაფტას“ პაციენტებისთვის მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება.

„დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ.

მინდა, აქვე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ პროცესის მთლიანად მხარდაჭერისთვის.

საქართველო იქნება იმ არცთუ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფო პროგრამაში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის, გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის, ამ რთული პროცესის ერთად გავლისთვის, გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ყველაფერი ეს გადამწყვეტი იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო საზოგადოებასთან, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებთან და მათ მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით, თანმიმდევრულად მუშაობდა პაციენტებისთვის თანამედროვე მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ამ მიზნით, სამინისტრო ეტაპობრივად აფართოებდა სახელმწიფო პროგრამებს. გასულ წელს პროგრამას დაემატა აუცილებელი საინჰალაციო პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები და სხვა მედიკამენტები, ასევე გაიზარდა სტაციონარული მომსახურების დაფინანსება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
  • საქართველოდან თამბაქოს ექსპორტი 90%-ით შემცირდა - კლება თითქმის სრულად ყირგიზეთის ბაზარზე მოდისBM.GE
  • სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ გუნდს – მედიაკოალიციანეტგაზეთი
სრულად →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს

The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს

იმედი

Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა

Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა

იმედი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს

იმედი

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებაზე: ეს ჩვენი შვილების ხელახალი დაბადებაა“

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებაზე: ეს ჩვენი შვილების ხელახალი დაბადებაა“

იმედი