მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი|imedinews.ge

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა საქართველოში განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში გატარებულმა ფარმაცევტულმა რეფორმებმა, მათ შორის, რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ განვაგრძობთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ისეთი რეფორმების მეშვეობით, რომლებიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ფინანსური დაცვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს წვდომა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე. მნიშვნელოვნად გაფართოვდა ხელმისაწვდომობა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები საგრძნობლად შემცირდა. ბოლო წლებში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ფარმაცევტული რეფორმები, მათ შორის, რეფერენტული ფასწარმოქმნისა და მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმების დანერგვა, რამაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა და მოგვცა შესაძლებლობა - სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე წლიური ლიმიტები გაგვეუქმებინა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმაზეც, რომელიც პრევენციაზე, ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებზეა დაფუძნებული. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა მოიცავს დაფინანსების ახალ მექანიზმებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, ხარისხის სტანდარტებისა და შედეგზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მიხეილ სარჯველაძესთან ერთად მონაწილეობენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი