მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება იყო, რომელიც ქვეყანამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად დააგროვა.

შეხვედრაზე მინისტრმა დელეგაციის წევრებს დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამები გააცნო. საუბარი შეეხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და საარსებო წყაროების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთა საკითხებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ახორციელებს არაერთ პროგრამას, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა - მათ შორის, ქვეყნის ხუთ ქალაქში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროგრამა და სხვა მხარდამჭერი პროექტები.

მინისტრის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი დევნილთა საკუთარ სახლებში, საკუთარ ტერიტორიებზე უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში დაბრუნებაა. ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება, რაც დევნილთა საკითხების ეფექტიანად მართვასა და არსებული გამოწვევების დაძლევას უწყობს ხელს. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თათია გვარამაძე.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული  გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ

დონალდ ტრამპი: თუ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს გახსნიან, დიდი ბრიტანეთი ისევ გამდიდრდება

დონალდ ტრამპი: თუ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს გახსნიან, დიდი ბრიტანეთი ისევ გამდიდრდება

იმედი

წყალდიდობამ ლიმაში პრობლემები შექმნა

წყალდიდობამ ლიმაში პრობლემები შექმნა

იმედი

ირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს, სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია