მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს, სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია
ირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს, სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენას განიცდიან, მიღებული დავალების და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ისე ევროპელმა ბიუროკრატებმა და ლიდერებმა პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ მოითხოვეს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რითაც არათუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის და ეკონომიკის, არამედ, ზოგადად, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენეს დღის წესრიგში. სწორედ ასეთია დღეს ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკა.

როდესაც ამ ყველაფერს ერთობლიობაში შევხედავთ, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, რომ ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენას განიცდიან, უპირველეს ყოვლისა, მიღებული დავალების და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

აქ მთავარი არის არა ის, ვეთანხმებით თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ის, რომ ამ მაგალითებით კიდევ ერთხელ ნათლად დასტურდება სახელმწიფოთა ქცევის მთავარი პრინციპი - ნებისმიერი სახელმწიფო, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ამ ყველაფრის შედეგად კი ჩნდება რიტორიკული კითხვა - შეიძლება თუ არა გვქონდეს ილუზია, რომ რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი თუ რომელიმე სხვა ძალა საქართველოს საკეთილდღეოდ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს?!

პასუხი, რა თქმა უნდა, ცალსახაა - საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძესფორმულა
  • ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძე მოწმის სახით არ დაიკითხებატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდაBM.GE
  • კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული

ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული  გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ

დონალდ ტრამპი: თუ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს გახსნიან, დიდი ბრიტანეთი ისევ გამდიდრდება

დონალდ ტრამპი: თუ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს გახსნიან, დიდი ბრიტანეთი ისევ გამდიდრდება

იმედი

წყალდიდობამ ლიმაში პრობლემები შექმნა

წყალდიდობამ ლიმაში პრობლემები შექმნა

იმედი