
მიუნხენის აეროპორტი დრონის გამო რამდენიმე საათით დაკეტილი იყო
იმედი|imedinews.ge
მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი ცაში დრონის აღმოჩენის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავებს ორივე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე დაშვება და აფრენა აკრძალული ჰქონდათ, ხოლო ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.
როგორც მედია იუწყება, ადგილობრივი დროით დილის 9:00 საათზე პილოტებმა ცაში საეჭვო ობიექტი შენიშნეს და პოლიციას აცნობეს. სამართალდამცველებმა აეროპორტი და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად შეამოწმეს. შემოწმებაში ვერტმფრენიც მონაწილეობდა.
ამ დროისთვის აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge