მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყურადღება გამახვილდა საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და UN Tourism-მა შესაძლოა ერთობლივად დააინიცირონ - ეკონომიკის სამინისტრო
ყურადღება გამახვილდა საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და UN Tourism-მა შესაძლოა ერთობლივად დააინიცირონ - ეკონომიკის სამინისტრო

ყურადღება გამახვილდა საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და UN Tourism-მა შესაძლოა ერთობლივად დააინიცირონ - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 22:14|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"მარიამ ქვრივიშვილისა და შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შორის შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის სექტორში არსებულ შთამბეჭდავ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ შესაძლოა ერთობლივად დააინიცირონ. აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ავიაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალაზე", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

BM.GE

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE