მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა
„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა

„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.

სი ძინპინმა პუტინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები „კიდევ უფრო მტკიცე“ გახდა. ჩინეთის ლიდერის თქმით, „საერთაშორისო წესრიგში გაურკვევლობისა და არაპროგნოზირებადობის დონემ აშკარად იმატა“, თუმცა მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება.

თავის მხრივ, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედება „ყველა მიმართულებით წარმატებით ვითარდება“. მან ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის, მრეწველობის, კოსმოსის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

„დღევანდელი რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნიმუშია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით, მოლაპარაკებებზე უკრაინის ომის თემას მხოლოდ ზედაპირულად შეეხნენ, ხოლო ძირითადი ყურადღება ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს დაეთმო. დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთის ეკონომიკა ჩინეთთან ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

იმედი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

იმედი

The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს

The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს

იმედი