
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.
„ამას არასდროს ვიტყოდი, თუმცა პასუხია - დიახ [გამოვრიცხავ]. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს... რა სულელური შეკითხვაა! ისინი სამხედრო თვალსაზრისით სრულად დამარცხებულნი არიან და ახლა მათ წინააღმდეგ ბირთვული იარაღი უნდა გამოვიყენო? რა სულელური შეკითხვაა“, - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, წარსულში დონალდ ტრამპი ირანულ ცივილიზაციას განადგურებით ემუქრებოდა, თუმცა მას ამ კონტექსტში ბირთვული იარაღის გამოყენება არასდროს უხსენებია.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge