მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი პატრიარქ შიო მესამის კონსტანტინოპოლში დაგეგმილ მომავალ ვიზიტზე: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს
მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი პატრიარქ შიო მესამის კონსტანტინოპოლში დაგეგმილ მომავალ ვიზიტზე: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი პატრიარქ შიო მესამის კონსტანტინოპოლში დაგეგმილ მომავალ ვიზიტზე: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ 16 აგვისტოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მეტად გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. სტუმარმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ძმური მოკითხვა გადასცა, საქართველოს ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას. შეხვედრის მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია და ამ დღეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საქართველოში ვიზიტი გაიხსენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ამ ვიზიტისა და თანაგრძნობისთვის მსოფლიო პატრიარქის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე გაიხსენა პატრიარქად აღსაყდრების დღე და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის გულთბილი მილოცვა.

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე ემანუელ, მოგესალმებით დიდი სიყვარულით საქართველოს საპატრიარქოში. ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა ჩემი ინტრონიზაციის შემდეგ. მოხარული ვართ, ჩვენს მეუფეებთან ერთად, რომ თქვენი სტუმრობით დღეს, ერთი მხრივ, ოფიციალურად წარმოადგენთ მსოფლიო საპატრიარქოს, მეორე მხრივ კი, ჩვენ უკვე იმდენჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს მეგობრულ ვითარებაში, რომ ეს არის ასევე მეგობრული განწყობის მქონე შეხვედრაც. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ჩვენს შეკრებას და იმედს იძლევა შემდგომ ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობებისთვის.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ, მის ყოვლადუწმინდესობას ჩვენგან გადასცეთ თხოვნა მის წმინდა ლოცვებში მოხსენიებისა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი ყოვლადუწმინდესობის და ასევე პირადად თქვენს ძალიან თბილ და ამაღლებულ დამოკიდებულებას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი, მისი პიროვნებისადმი (როცა ის ცოცხალი იყო), რასაც მისი ყოვლადუწმინდესობა და თქვენ ავლენდით და ავლენთ მის მიმართ.

მინდა აღვნიშნო მისი ყოვლადუწმინდესობის განსაკუთრებული სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს სიტყვა ნამდვილი ძმური სითბოთი და სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით იყო განმსჭვალული.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე თვეები იყო მისი უწმინდესობის გარდაცვალების დღეები და შემდეგ მის გარეშე ჩვენი ეკლესიის ცხოვრების გაგრძელება. და აი, ღვთის წყალობით, მოხდა ჩემი გამორჩევა კათოლიკოს-პატრიარქად. მინდა გავიხსენო და არასდროს დამავიწყდება მისი ყოვლადუწმინდესობის მოლოცვის სიტყვები, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ეს იყო ღირსეული გამარჯვება და მოგვილოცა ჩვენ, ყველას“, - ბრძანა სტუმართან საუბრისას მისმა უწმინდესობამ.

„ძალიან დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. ჩემთვის, ყოვლადუწმინდესობის წარმომადგენლისთვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ძმური მოკითხვა და საუკეთესო სურვილები. საქართველოში ჩამოვედი ორმაგი სიხარულით, რომ მოგილოცოთ კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. მინდა ხაზი გავუსვა ორი საპატრიარქოს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს ახლო ურთიერთობას. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დატოვებული მემკვიდრეობა.

თქვენს არჩევას, გამორჩევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ჩვენ ვაფასებთ, როგორც ძალიან დადებით მოვლენას. ეს საფუძველი იქნება იმ საუკუნოვანი, ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობების გაგრძელებისა, რომელიც არსებობს ამ ორ ეკლესიას შორის.

მისმა ყოვლადუწმინდესობამ გამომგზავნა, რომ გადმოგცეთ ეს გზავნილი და შეტყობინება: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს“, - ბრძანა სტუმარმა შეხვედრის მიმდინარეობისას.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის კონსტანტინოპოლში მომავალ ვიზიტზე მსჯელობას.

შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სტუმარს საჩუქრები უსახსოვრა. მიტროპოლიტ ემანუელს ასევე გადაეცა მსოფლიო პატრიარქისთვის განკუთვნილი საჩუქარი.

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყველაფერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • "ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით და ყველაფერი მოწესრიგდება" - კალაძე ლეღვთახევში მიმდინარე სამუშაოებზეBM.GE
  • „ტყუილია ეს ყველაფერი“ - მამა კირიონე გელათში არსებულ ვითარებაზე გავრცელებულ ცნობებს უარყოფსტვ პირველი
  • კალაძე: თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს. სამარცხვინოა ეს ყველაფერიფორმულა
  • კახა კალაძე: 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების "პატრონების" დავალება იყო, ყველაფერი გაკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობადრუსთავი 2
ყველაფერი →

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

იმედი

CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება

CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება

იმედი

ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში

ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

იმედი