
ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„თუ ომანი ხელს შეგვიშლის, სასტიკად დავბომბავთ“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ტრამპის ეს კომენტარი მოჰყვა აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის ამოწურვას, რაზეც მხარეები ივნისში შეთანხმდნენ.
ორშაბათს ეს ვადა ისე ამოიწურა, რომ ომის დასრულების შესახებ არანაირი კონკრეტული გეგმა არ გამოცხადებულა. პარალელურად, ირანმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ომანთან მისი მოლაპარაკებები რთულად, თუმცა მაინც გრძელდება.
ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისიც დაადასტურა, რომ მისმა ადმინისტრაციამ პირდაპირი არხი შექმნა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“, თუმცა დასძინა, რომ შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს.
„პოკერის კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ სულს ღაფავენ“, - განაცხადა ტრამპმა. „დროში შეზღუდული არ ვარ. არ ვჩქარობ“.
იმედი
წყარო: imedinews.ge