მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება
CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება

CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება

იმედი|imedinews.ge

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება - მხარეებმა ომის დასასრულებლად მდგრადი შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 0.38%-ით გაიზარდა და ბარელზე 88.85 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ამერიკულ ეტალონს, WTI-ს (West Texas Intermediate), მისი ღირებულება პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და ბარელზე 82.42 დოლარს შეადგენს.

მას შემდეგ, რაც კონფლიქტის დასასრულებლად მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა შეფერხდა, Brent-ის ფასი აგვისტოს დასაწყისში დაფიქსირებული მინიმუმებიდან თითქმიდან 10 დოლარით გაიზარდა.

„შექმნილი სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნავს საინვესტიციო ბანკ Jefferies-ის მთავარი ეკონომისტი მოჰიტ კუმარი. - „ირანი არ დათმობს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე, ხოლო აშშ არ დათანხმდება ისეთ გადაწყვეტას, რომლითაც ირანს შეეძლება მოსაკრებლის დაწესება და სრუტეში გემების გადაადგილების გაკონტროლება“.

შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ნავთობის ფასი უკვე რამდენიმე თვეა ბარელზე 100 დოლარზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. კუმარის განმარტებით, ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაოსნობის ინტენსივობა, სავარაუდოდ, აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდაBM.GE
  • ნავთობის ახალი მარშრუტები - ყაზახეთი ექსპორტის გაზრდას საქართველოს გავლით გეგმავსრუსთავი 2
  • ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავსფორმულა
  • ოფიციალურად, შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნესტვ პირველი
ნავთობის →ირანის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში

ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

იმედი

ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტირუსულ განწყობას აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები

ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს

ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს

იმედი