მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მთელი ქვეყნის მასშტაბით რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტები აქტიურ ფაზაშია
მთელი ქვეყნის მასშტაბით რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტები აქტიურ ფაზაშია

მთელი ქვეყნის მასშტაბით რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტები აქტიურ ფაზაშია

იმედი|imedinews.ge

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შონიას განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს რაგბის 18 ტექნიკური ცენტრის პროექტირებასა და მშენებლობაზე.

„ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს 12 ლოკაციაზე. პროექტების ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა.

ამასთან, კიდევ 6 ქალაქისთვის მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს და მაქსიმალურად მეტი ქალაქი მოვიცვათ“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ.

მისი თქმით, 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ქვეყანა მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლებით ხვდება. აქტიურ ფაზაშია სამუშაოები თბილისში , ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისში, „აიას“ სარაგბო კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე. სტადიონებზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.

გიორგი შონიას განცხადებით, სპორტული პროექტების განხორციელება, ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ