მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად სამუშაოები დაიწყო.

მათივე განცხადებით, აღნიშნული გზა ძლიერ დაზიანებულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ვინაიდან რეაბილიტაციის განხორციელება ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაოები მიმდინარე მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში დაეწყო, რათა გზის განვლადობა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოფილი იყოს.

პარალელურად, უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და უახლოეს პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობისა და სტეფანწმინდის მონაკვეთებზე სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი