მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნატალია ჭყოიძე: ახალი პლატფორმის დამატებით ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირის საგადახდო ანგარიშის დირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა
ნატალია ჭყოიძე: ახალი პლატფორმის დამატებით ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირის საგადახდო ანგარიშის დირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა

ნატალია ჭყოიძე: ახალი პლატფორმის დამატებით ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირის საგადახდო ანგარიშის დირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა

იმედი|imedinews.ge

სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე რამდენიმე ტიპის კალკულატორია ჩაშენებული, - განაცხადა საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმის შექმნით ეროვნულმა ბანკმა ევროდირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა შეასრულა.

„ამ პლატფორმაზე გარდა ტარიფების შედარების საშუალებისა, ჩაშენებულია რამდენიმე ტიპის კალკულატორი, რომელთაც რამდენიმე ტიპის დანიშნულება აქვთ. მაგალითად, გვაქვს ვალუტის გაცვლითი კურსების კალკულატორი და მომხმარებელს შეუძლია შეიყვანოს მისთვის სასურველი ვალუტა, რომლის შეძენაც მას სურს და აირჩიოს რამდენიმე კომერციული ბანკი. შემდეგ კი ეკრანზე გამოვა შედეგი ამ კომერციული ბანკების ჭრილში მას რა თანხა დასჭირდება არჩეული ვალუტის შესაძენად. თუ საბანკო სექტორში რომელიმე ბანკს აქვს უკეთესი პირობა - ეს ინფორმაციაც მოცემული იქნება სხვა ფერად და მომხმარებელს შეუძლია ნახოს ინფორმაცია, რომ სხვა ბანკი უკეთეს პირობებს სთავაზობს.

ამასთან, ბარათი საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი საგადახდო ინსტრუმენტია და თავისთავად ბარათის კალკულატორი შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთ ინოვაციურ კომპონენტად. როდესაც უცხოეთში მივემგზავრებით - ხანდახან ჩვენთვის უცნობია რომელი ვალუტის აკუმულირება ჯობია ჩვენს ბარათზე და ეს კალკულატორი მოგვცემს ინფორმაციას ამათუ იმ ქვეყანაში გამგზავრებისას რომელი ვალუტა ჯობია.

ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა ჩვენი პლატფორმის კონცეფცია. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტი კალკულატორი დავამატეთ - ზუსტად საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე. ანუ ჩვენი პლატფორმა საქართველოს მოქალაქეებზე არის მორგებული. შესაბამისად, ამ პლატფორმის დანერგვით ჩვენც შევასრულეთ ევროდირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა შევასრულეთ“, - აცხადებს ნატალია ჭყოიძე.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა 16 ივლისს აამოქმედა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • ისლანდიაში საყოველთაო რეფერენდუმი დასრულდა - კუნძულოვანმა სახელმწიფომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მინიმუმ 2028 წლამდე გაყინარუსთავი 2
  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი