მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავა: საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გარე შოკების მიმართ ჩვენს მედეგობას განაპირობებს
ნათია თურნავა: საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გარე შოკების მიმართ ჩვენს მედეგობას განაპირობებს

ნათია თურნავა: საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გარე შოკების მიმართ ჩვენს მედეგობას განაპირობებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მყარი საგარეო პოზიცია. შესაბამისად, გლობალური შოკების გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება მიუხედავად იმისა, რომ ამ შოკებმა გავლენა ყველა ქვეყანაზე მოახდინა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მისივე თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შემცირებულა.

„ყოველივე ეს განაპირობებს, რომ საქართველო უფრო მედეგი იყოს გარე შოკების მიმართ და ჩვენი მხრიდან ხდება მათი გავლენის მაქსიმალური ნეიტრალიზაცია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ინფლაციასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე, რომელიც ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ნათია თურნავას განმარტებით, ხისტი ფასების ინდიკატორი 3%-თან ახლოს ნარჩუნდება; სავალუტო ბაზარზე ლარი მეტწილად გამყარების ტენდენციით ხასიათდება, რაც ძლიერი სავალუტო შემოდინებებითაა განპირობებული და თავის მხრივ, ამცირებს იმპორტირებული ინფლაციის გავლენას.

„იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო შოკების გავლენა საქართველოზე შედარებით შეზღუდულია, ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასები მიმდინარე დიაპაზონში შენარჩუნდება. შედეგად, ინფლაცია მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან შემცირებას დაიწყებს და მომავალი წლის განმავლობაში 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. თუმცა, ეს პროგნოზი პირობითია და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, რომლებიც ჩვენი კონტროლის ფარგლებს სცდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიგნით არსებული რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აღნიშნული პროგნოზის გაკეთების საფუძველს გვაძლევს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ