მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ნეიტრალური საქართველო“: მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ
„ნეიტრალური საქართველო“: მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ

„ნეიტრალური საქართველო“: მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ

იმედი|imedinews.ge

მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში განხილულია გერმანიის მაგალითი, სადაც „დიფ სტეიტმა“ იქამდე მიიყვანა ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ევროპული ქვეყანა, რომ ამ ქვეყანაში ამჟამად პოლიცია ეროვნული დროშის დემონსტრირებას საჯარო სივეცეებში კრძალავს.

„მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ, თუმცა, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, იდეოლოგიური თვალსაზრისით, კონკრეტული ქვეყნების შიგნით,ხელისუფლებები ერთი რიგითი ინდივიდისგან რა სახის ქცევას მოითხოვენ და მათთვის მიუღებელი ქმედების შემთხვევაში რა სადამსჯელო ღონისძიებები არსებობს. გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში პოლიციამ მოქალაქეს ეროვნული დროშის საჯაროდ აფრიალება აუკრძალა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მსგავსი ქმედება იმ ადამიანების უფლებებს ლახავს, რომლებიც გერმანიასთან არ არიან ასოცირებული. ამ ამბავში კი ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ გერმანიის დროშის ფრიალს, რაც, წესით, თითოეული გერმანელისთვის სიამაყის გამომწვევი უნდა იყოს, გერმანელი პოლიციელი კრძალავს სხვების უფლებებზე ზრუნვის მოტივით მაშინ, როდესაც აბსურდია იმის მტკიცება, რომ საკუთარ ქვეყანაში, ეროვნული დროშის ფრიალი შეიძლება ვინმეს უფლებებს არღვევდეს. სამწუხაროდ, ფსევდოლიბერალური ღირებულებების ევროპულ საზოგადოებაში დანერგვით, საგანმანათლებლო სისტემაში შეღწევით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ხელისუფლებების სრული კონტროლით „დიფ სთეითმა“ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ევროპული სახელმწიფოები იქამდე მიიყვანა, რომ პოლიციელები საჯარო სივრცეში ეროვნული დროშის დემონსტრირებას კრძალავენ. თუმცა ეს ყველაფერი გუშინ ნამდვილად არ დაწყებულა. ეს წლების წინ დასახული გეგმის აღსრულების პროცესში ბოლო ეტაპია და მიზნად ევროპული სახელმწიფოების ტრადიციული და ეროვნული ღირებულებებისგან სრულად დაცლას ისახავს“, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი