
ნეთანიაჰუ: ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი უკანასკნელი ადამიანია, ვისაც შეუძლია ისრაელის სახელმწიფოს მორალი წაუკითხოს
იმედი|imedinews.ge
ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი, რომელიც ქურთების გენოციდს ახორციელებს, მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“, თრგუნავს საკუთარ ხალხს და აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, უკანასკნელი ადამიანია, ვისაც შეუძლია ისრაელის სახელმწიფოს მორალი წაუკითხოს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„ისრაელის სახელმწიფო და ისრაელის თავდაცვითი ძალები, ყველაზე მორალური არმია მსოფლიოში, კვლავაც მტკიცედ იმოქმედებენ ირანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოს“, - დასძინა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
TWITTER POST
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge