
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნული ზომები ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დააანონსა, რაც ირანის რეჟიმის წინააღმდეგ დაგეგმილი მასშტაბური ეკონომიკური სანქციების ნაწილია.
„როგორც ჩანს, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი მარცხი იწვნიოს. ჩვენ კარგა ხანია ველოდით ამ დღეებს და მშვენივრად ვიცოდით მათი გეგმები. მთავრობას ორწლიანი სტრატეგია აქვს შემუშავებული და მოვლენების ასეთი განვითარებისთვის სრულად არის მზად“, - განაცხადა მადანიზადემ.
მინისტრმა აშშ ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკური ტერორიზმის წარმოებაში“ დაადანაშაულა.
„ჩვენ ვიცით, როგორ ვითამაშოთ ეს თამაში. ამჯერად ნუ ეგონებათ, რომ მხოლოდ თავდაცვით შემოვიფარგლებით. მათ უნდა იცოდნენ, რომ შეტევაზეც გადავალთ“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge