მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი|imedinews.ge

Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ოთხდღიანი გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს ამერიკელების მხოლოდ 31% უჭერს მხარს. ეს მაჩვენებელი შემცირებულია მარტის გამოკითხვასთან (37%) და ამავე თვის დასაწყისში დაფიქსირებულ მონაცემთან (34%) შედარებით.

მხარდაჭერის ვარდნა ძირითადად „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების პოზიციის ცვლილებამ განაპირობა - ომს მხარს „რესპუბლიკელ“ რესპონდენტთა 69% უჭერს, მარტში დაფიქსირებული 77%-ის სანაცვლოდ.

მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი უარყოფითად აისახება ტრამპის პოლიტიკურ რეიტინგზეც. ზედიზედ მეორე გამოკითხვაში, პრეზიდენტის საქმიანობას რესპონდენტთა მხოლოდ 33% იწონებს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ტრამპის როგორც პირველი, ისე მეორე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში.

ამასთან, Reuters/Ipsos-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 83%-ს მიაჩნია, რომ ომი „გახანგრძლივდება“, რაც აღემატება თვის დასაწყისში დაფიქსირებულ 80%-იან მაჩვენებელს.

კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 215 ამერიკელი სრულწლოვანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი 3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 144 სტატია.

  • შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებსრუსთავი 2
  • ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - ზელენსკიBM.GE
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →

მსგავსი სტატიები

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

იმედი

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

იმედი

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

იმედი