მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკა გვარამია: არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს
ნიკა გვარამია: არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს

იმედი|imedinews.ge

არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ჯობია მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემებზე მიუთითონ, იმის ნაცვლად, რომ „რა თქმა უნდა ასეა და საკმარისია“ იძახონ.

„4იანი არც ნიშნავდა და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს. Nanuka Zhorzholiani ცდები თუ ეგრე გგონია ან ვინმე თუ გარწმუნებს, გატყუებს ან შეცდომაში შეყავხარ.

თავს ნუ მოიტყუებთ მეგობრებო: არ ყოფილა ეგრე და ძალიან ღიად, საჯაროდ და ხისტად ითქვა ეს, თან ძალიან ბევრჯერ. არც სააკაშვილის სახელი გამოუყენებია 4იანს არჩევნებზე და დამარცხებული ნაცი რეგიონალების ჭორაობის გარდა, არც ერთი ამის რეალური მაგალითი არსად და არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.

დამარცხებული ნაცმოძრაობის და მისი დამფინანსებლების გაპრავება, თუ „რატომ ვერ შეძლეს“, ტყუილიცაა და დღემდე სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურება. ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვიდრე ნაცმოძრაობა ვერ გაიგებს, რო მარტო მიშა არაა საკმარისი არათუ არჩევნების მოსაგებად, არამედ ოპოზიციაში ყველაზე წინ გასასვლელადაც კი. რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ასე იქნება. იმიტომ კი არა, რომ მიშაა სუსტი (არა, მე პირიქით მგონია ახლაც და მანამდეც ასე მეგონა), არამედ იმიტომ, რომ არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. არადა, დიდი ხანია ასე აღარაა და კიდევ უფრო მეტად გამორიცხულია, რომ ოდესმე უკვე ასე იყოს. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს.

რეალურ პრობლემებზე მიუთითეთ, ჯობია, ამ პარტიასაც და მიშასაც, იმის ნაცვლად, რომ „რა თქმა უნდა ასეა და საკმარისია“ იძახოთ და ატყუოთ. ატყუოთ და კიდევ უფრო შეამციროთ მათი შანსები და ისეთი უმძიმესი შეცდომები დააშვებინოთ, როგორც მიშას აქ ჩამოსვლა იყო და უსასრულო ციხისთვის გაწირვა“, - წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარტია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დაემატებარუსთავი 2
  • "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასაც მოითხოვსტვ პირველი
  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
პარტია →

მსგავსი სტატიები

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი