მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს პროკურატურამ აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებებს და ვიდეოკადრებს.

პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაურ ბუავა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, 01:04 საათზე დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”, რაც მან და დაურ ბუავამ ერთად მოიხმარეს. ასევე, ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ, დაურ ბუავა ამბობდა, რომ მისთვის არ იყო საკმარისი მიღებული ნარკოტიკული საშუალება და კიდევ უნდოდა მოხმარება. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად ბრადლებული ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებული განმარტავს, რომ იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა და ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ მისივე განმარტებით, გონზე არ იყო. ბრალდებულის ჩვენებითვე, იმ დროს თავად ჯერ კიდევ შეუძლოდ იყო, შეეშინდა და წავიდა სახლიდან ისე, რომ დაურ ბუავა დატოვა უგონო მდგომარეობაში და ამის შესახებ არავის შეატყობინა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი გადარჩენა, მან დახმარების გარეშე მიატოვა დაურ ბუავა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა თავის გადასარჩენად ზომები მიეღო.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავდროულად, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა დაურ ბუავას მიერ ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ს მოხმარების და ალკოჰოლის მიღების ფაქტები, ხოლო მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”.

"ასევე, დაურ ბუავას საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში და სადარბაზოში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 23 აგვისტოს, 01:04 საათზე დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა ბრალდებული ვ.კ.

ვიდეოკამერების ჩანაწერებში ასევე ჩანს, რომ იმავე დღეს 23 აგვისტოს, 01:57 საათზე და 02:38 საათზე დაურ ბუავა მარტო გადის სახლის სადარბაზოდან და ისევ დაახლოებით ორ წუთში უკან ბრუნდება. ამის შემდეგ დაურ ბუავა კამერებზე აღარ ფიქსირდება.

ვიდეოკამერების ჩანაწერებითვე დასტურდება, რომ 25 აგვისტოს, 09:43 საათზე დაურ ბუავას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ტოვებს ბრალდებული ვ.კ., რომელიც სავარაუდოდ ჯერ კიდევ შეუძლოდ არის და მას სადარბაზოში მყოფი ადგილობრივი მაცხოვრებლები ეხმარებიან”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების თანხმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულია დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ კორპუსსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. ასევე, ამოღებულია დაურ ბუავას და საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა, დანიშნულია და ტარდება შესაბამისი სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

"აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ორი პირი, რომელთაც საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ის პირია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება გადასცა ბრალდებულ ვ.კ.-ს, რაც ვ.კ.-მ მოგვიანებით დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა", - განმარტავს პროკურატურა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?BM.GE
  • სუს-ის ექს-შეფის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულატვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
პროკურატურამ →ბრალი →დაკავებული →

მსგავსი სტატიები

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, დაიღუპა 5 და დაშავდა 24 პირი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, დაიღუპა 5 და დაშავდა 24 პირი

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ილიას სახელით ილიას წინააღმდეგ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ილიას სახელით ილიას წინააღმდეგ

ფორმულა

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავდა 2 ადამიანი

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავდა 2 ადამიანი

ფორმულა

1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნება

1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნება

ფორმულა