
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ომის რიტორიკაში ადანაშაულებს
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ომის რიტორიკაში ადანაშაულებს.
თემა ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს. სააკაშვილმა დაწერა, რომ მთავარი ამოცანა არის აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით და ეწინააღმდეგება ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს.
„მთავარი რიგის ამოცანაა აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა და ეს არ გამოვა "გველს ხვრელიდან ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი" პრინციპით. არამედ მხოლოდ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ძლიერი კბილებამდე შეიარაღებული საქართველო, საკუთარი და მეგობრების ძალებით შეძლებს ჩვენი ძირძველი მიწის, ჩვენი სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე", - დაწერა სააკაშვილმა.
ნიკა გვარამია კი წერს: „ნაცური: აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით, რაც ფაქტიურად ითარგმნება, როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ცარიელი ომის რიტორიკა, ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, და არა აფხაზეთის რეალურად დასაბრუნებლად. ჩემი პოზიცია კი რაციონალურია და ნაფიქრი: შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა“
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს აკრიტიკებს „ენჯეოს“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.
„ეს არის პოლიტიკოსი, რომელმაც ვერავითარი გამოცდილება ვერ გამოიტანა საკუთარი წარსულიდან. სააკაშვილს უბრალოდ ავიწყდება, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს თვითორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოება იცავს, ბევრი რამე შეიცვალა და ბელადების და მათი გიჟი იდეების თავზე დასმას არ ვაპირებთ [თუ ჩვენც, ვინც არ დავეთანხმებით, გაგვყრის ქვეყნიდან?!]" - წერს მიქელაძე.
მიქელაძე თავის მხრივ რამდენიმე დღის წინ დაეთანხმა ნიკა გვარამიას პოზიციას, რომელმაც აფხაზეთს ტრავმული მეხსიერება უწოდა და პარალელი ყარაბაღის დათმობაზე გააკეთა.
იმედი
წყარო: imedinews.ge