მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის, იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა
ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის, იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა

ნიკა ობოლაძე: საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის, იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა

იმედი|imedinews.ge

საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ.

მან საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დავიწყებ იმით, ჰერმან საბომ რაც თქვა, რომ სამოთხე დედამიწაზე არ არსებობს და ზუსტად ასეა. საქართველო არის 4-მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომლის მიზანი უნდა იყოს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა. თუმცა, ჩვენ შავ ზღვაში არც ატომური წყალქვეშა ნავები გვილაგია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის აბსოლუტური გარანტი იყოს, არც ჩინეთივით მილიარდნახევარი ვართ და არც ტერიტორია გვაქვს ასეთი დიდი და სად ვცხოვრობთ? - ჩვენს ჩრდილოეთით არის 2,5 ტრილიონი ეკონომიკის მქონე დიდი რუსული იმპერია, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და კიდევ უნდა ოკუპაცია და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. გვინდა ჩვენ აქეთ ინტეგრირება? - არა! ვფიქრობ, ამაზე ვთანხმდებით, რომ რუსეთთან ინტეგრირება არ გვინდა“, - განაცხადა ობოლაძემ.

ობოლაძე არნიშნავს, რომ საქართველოს სამხრეთით - აფრიკიდან დაწყებული შუა აზიის ჩათვლით, სიტუაცია ჭრელია და მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი არ არის, ინტეგრირებული იყოს აღნიშნულ სივრცეში. მისივე თქმით, ეს არის 5 ტრილიონის მქონე დიდი ეკონომიკური სივრცე და ამის გარდა დასავლეთით არსებობს ევროკავშირი.

„თუ ისლამური სამყაროა 5 ტრილიონი, ევროკავშირი 20 ტრილიონია. ამ ნაწილში ვეთანხმები ბატონებს, რომ მისი წილი, ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში მცირდება, მაგრამ ეკონომიკურად 20 ტრილიონია. თუ სადმე არსებობს წესი, თუ სადმე არსებობს ქრისტიანული კულტურა, თუ სადმე არსებობს იდენტობის დაცვა, ეს არის ევროკავშირი.

ევროკავშირში არის თუ არა პრობლემები? გვინდოდეს თუ არა, რომ ხმის უფლების გარეშე მიგვიღონ? - პრობლემები არის! ხმის უფლების გარეშე უნდა გვინდოდეს?! არა, არ უნდა გვინდოდეს, მაგრამ როდესაც სადაც ვცხოვრობთ, ამას გავიაზრებთ და ევროკავშირის მისამართით ვიწყებთ ასეთ მტრულ რიტორიკას, ეს არის არასწორი“, - აღნიშნა ობოლაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა "ნაცი" ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი