მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია
ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია

ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია

იმედი|imedinews.ge

ამჟამად სომხეთში ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს მუშაობას ევრაზიის კავშირის ფარგლებში „მანამ, სანამ ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანი გარდაუვალი არ გახდება“. ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ კავშირებს შორის არჩევანის შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის ხალხმა უნდა მიიღოს.

„სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია. დღეს ეს არჩევანი თეორიულ ხასიათს ატარებს, ხოლო თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე გატანა, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან გონივრული და სწორი, მას საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან დასძინა, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში იმუშავებს „მშვიდად, წყნარად, ნერვიულობისა და დავების გარეშე“.

მაისის ბოლოს რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სომხეთისგან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენისა და ევროკავშირში გაწევრიანების შორის არჩევანთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს.

7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ ფონზე მოსკოვისა და ერევნის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი