მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?
ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული შეფასება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი წლების განმავლობაში გაკეთებულ გზავნილებთან წინააღმდეგობაში მოდის.

მისი თქმით, თუ მართლაც ასე იყო, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე რეალური საუბარი არ მიმდინარეობდა, მაშინ რას ემსახურებოდა საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებული არაერთი განცხადება, ასევე ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.

„ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის საქართველოს ევროკავშირის გაფართოებაზე რეალურად არავინ საუბრობდა, სერიოზულ კითხვებს აჩენს.

თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?

გამოდის, რომ 2022 წლამდე საქართველოს საზოგადოებას ან არასრული ინფორმაცია მიეწოდებოდა, ან ევროპული პერსპექტივა მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა იყო. ასევე გაუგებარია, რატომ გახდა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომი ევროკავშირის გაფართოების მთავარი კატალიზატორი. ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის, ის პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის საფუძველი დემოკრატია, კანონის უზენაესობა და რეფორმებია. აქედან გამომდინარე: თუ წევრობა ამ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული, რატომ აღმოჩნდა ომი გადამწყვეტი ფაქტორი?

თუ ომმა მხოლოდ დააჩქარა უკვე არსებული პროცესი, ეს გასაგებია. მაგრამ იმის თქმა, რომ მანამდე გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ არსებობდა, ეწინააღმდეგება იმ გზავნილებს, რომლებსაც ევროკავშირის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს საზოგადოებას აწვდიდნენ.

და ბოლოს, ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: საერთოდ გვინდა კი ისეთ ევროკავშირში გაწევრიანება, სადაც თავადვე აღიარებენ, რომ გადაწყვეტილებებს არა ღირებულებები და რეფორმები, არამედ მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატიის ინტერესები განსაზღვრავს…“ - წერს მეტრეველი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი