მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: 2025 წლის იანვარში ჩვენ შევთანხმდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეხვდებოდნენ ყველას და შეეცდებოდნენ, რომ ოპოზიცია დაეყოლიებინათ პარლამენტში შემოსვლაზე, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პია კაუმას პირდაპირ აუკრძალეს საქართველოში ჩამოსვლა
ნიკოლოზ სამხარაძე: 2025 წლის იანვარში ჩვენ შევთანხმდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეხვდებოდნენ ყველას და შეეცდებოდნენ, რომ ოპოზიცია დაეყოლიებინათ პარლამენტში შემოსვლაზე, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პია კაუმას პირდაპირ აუკრძალეს საქართველოში ჩამოსვლა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გადაცემაში „იმედის კვირა“ იხსენებს, რომ ზეწოლის და იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ ჩაასწორებინეს ეუთოს, დასკვნა მაინც არ ამბობდა იმას, რაც უნდოდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მსურველებს და ვერ თქვეს, რომ 2024 წლის არჩევნები არ იყო სამართლიანი ან არ იყო თავისუფალი.

„2025 წლის იანვარში ჩვენ შევთანხმდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეხვდებოდნენ ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას და შეეცდებოდნენ, რომ ოპოზიცია დაეყოლიებინათ პარლამენტში შემოსვლაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ვიზიტი შეთანხმებული იყო, თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პია კაუმას პირდაპირ აუკრძალეს საქართველოში ჩამოსვლა.

„ჩვენ ეს ვიზიტი შეთანხმებული გვქონდა, შედგა საუბარი პრემიერსა და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შორის და შევთანხმდით თარიღებზე. ამის შემდეგ ხდება უცნაური რამ, იწერება წერილები საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მისამართით კონკრეტული წევრებისგან, მათ შორის ჯო უილსონის მეთაურობით, ასევე ჩაერთნენ ზოგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც პირდაპირ აუკრძალეს პია კაუმას საქართველოში ჩამოსვლა, რადგან მაშინ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო შემდეგი, რომ თქვენ თუ უზრუნველყოფთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება იზოლირებული, მასთან კონტაქტი არავის არ ექნება, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩამოვშლით და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, მაშინ ეს ვიზიტი ნამდვილად ჩაიშალა და ეს პროცესი შემდეგ თვეებშიც გაგრძელდა.

„2025 წლის გაზაფხულზე უილსონმა და სხვა დეპუტატებმა, პოლონელებმა, უკრაინელებმა, ბალტებმა და შვედებმა მიწერეს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით, ჩემი სახელიც ეწერა იქ, არ შეეშვათ პორტუგალიაში, რადგან ყოველწლიური სესია მაშინ იმართებოდა პორტოში. პორტუგალიის ხელისუფლებამ ეს წერილი არ გაითვალისწინა, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ აქაც აშკარა იყო, რომ არ სურდათ საქართველოს დელეგაციის იქ ყოფნა, რადგან ნებისმიერი საკითხი, რომელზეც ისინი გამოდიან, ჩვენგან იღებენ საკმაოდ მკაცრ, ხისტ და ამავდროულად სამართლიან და ფაქტებზე დაყრდნობილ პასუხს“, - იხსენებს სამხარაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩიაფორმულა
  • მთავრობა ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენას შემოდგომაზე გეგმავსBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

იმედი

ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

იმედი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი