მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას
ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას

იმედი|imedinews.ge

იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და შესაბამისად ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ იტალიაში ვიზიტისას.

სამხარაძემ ვიზიტის ფარგლებში ამ დრომდე გამართული შეხვედრები ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება იტალიის პარლამენტში.

„დასრულდა ჩვენი შეხვედრები იტალიის სენატში იტალიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე სენატში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან. ამ შეხვედრებზე, საუბარი გვქონდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, ასევე, საპარლამენტო განზომილების, მათ შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლის და საპარლამენტო თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც ოკუპაციის თემა, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, თუ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონზე. ასევე, საუბარი იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლზე ევროპისა და მათ შორის, იტალიისთვის ენერგეტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. ასევე, საუბარი გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრობლემატიკაზე. ჩვენ ვთხოვეთ იტალიურ მხარეს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ბრიუსელთან, იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი აღდგეს. იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, შესაბამისად, ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი, ღია დიალოგის გამართვას სხვა კრიტიკულ საკითხებზეც და ორმხრივი ინტერესის საკითხებზეც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ვიზიტი გრძელდება და ჩვენ კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვექნება იტალიის პარლამენტში“, - აღნიშნა სამხარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →მხარს →

მსგავსი სტატიები

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

იმედი

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი