მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკუშა შენგელაია: ამ წლის 17 მაისი განსაკუთრებულად ემოციურია. ვფიქრობ, უპრეცედენტოდ ხალხმრავალი უნდა იყოს, ვინაიდან ეს დღე დააარსა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ
ნიკუშა შენგელაია: ამ წლის 17 მაისი განსაკუთრებულად ემოციურია. ვფიქრობ, უპრეცედენტოდ ხალხმრავალი უნდა იყოს, ვინაიდან ეს დღე დააარსა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ

ნიკუშა შენგელაია: ამ წლის 17 მაისი განსაკუთრებულად ემოციურია. ვფიქრობ, უპრეცედენტოდ ხალხმრავალი უნდა იყოს, ვინაიდან ეს დღე დააარსა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ

იმედი|imedinews.ge

„ამ წლის 17 მაისი განსაკუთრებულად ემოციურია. ვფიქრობ, უპრეცედენტოდ ხალხმრავალი უნდა იყოს, ვინაიდან ეს დღე დააარსა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ.

შენგელაიას თქმით, დააარსა იმიტომ, რომ ეს დღე ბიბლიაშიც და სახარებაში მოიხსენიება როგორც ერთ-ერთი დიდი ფასეულობა - ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე.

„ამიტომ, ვფიქრობ რაც შეიძლება მეტი ოჯახი უნდა გავიდეთ, რათა პირველ რიგში პატივი მივაგოთ ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას და რომ მისი გზა გრძელდება, ეს უნდა ჩვენ, ხალხმა დავანახოთ, ერთმანეთი დავინახოთ ქრისტიანებმა. მეორე რიგში, ეს იქნება დიდი მხარდაჭერა ჩვენი ახალი პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრებიდან, რომ იგრძნოს ხალხის მხარდაჭერა. ის მძიმე ჯვარი, რომელიც მას სატარებელი აქვს, როგორც საქართველოს პატრიარქს, შევუმსუბუქოთ ემოციურად და დაინახოს, რომ ერიც მიც გვერდში დგას. არამხოლოდ ბერი და სამღვდელოება, არამედ ერიც.

ერს იმიტომ ვიძახი, რომ ქართველებს გვაქვს კარგი სიტყვა - „ერი და ბერი“. ეს ერთიანდებოდა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში განსაცდელი იყო ხოლმე. მოგეხსენებათ, ჩვენ 1700 წელს აღვნიშნავთ ჩვენი სამოციქულო ეკლესიისა, ავტოკეფალიისა. სამოციქულო იმიტომ, რომ მოციქული ანდრია პირველწოდებული შემოვიდა და ქრისტიანობა შემოიტანა. ამის შემდეგ საქართველო დგას ამ დიდ ფასეულობებზე, რა ფასეულობებსაც დღეს ებრძვიან. რაც გვესმის ჩვენ, თითიდან გამოწოვილი ნარატივები და იდეოლოგიები, აბსოლუტურად უნისონშია ქრისტიანულ ფასეულობებთან. ჩვენი ვალია დავიცვათ და ერთგულება ვაჩვენოთ, ჩვენ დავინახოთ ერთმანეთი და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთგულება ჩვენი ქრისტიანობის მიმართ. ამან მოგვიყვანა დღემდე და ჩვენ არ გვაქვს უფლება მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ ეს ფასეულობები“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ