მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები, რუსთავს მოახმარონ
ნინო ლაცაბიძე: მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები, რუსთავს მოახმარონ

ნინო ლაცაბიძე: მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები, რუსთავს მოახმარონ

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ ახალი - მეთორმეტე ეტაპი გაიხსნა. პროექტის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ანა ნელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერი პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს გაესაუბრა და წარმატებები უსურვა.

რუსთაველ სტუდენტებთან შეხვედრა, ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და ნინო ლაცაბიძემ, მათთვის საინტერესო თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„მართე შენი ქალაქი", ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ახალგაზრდული პროექტია. ძალიან ბევრმა რუსთაველმა ახალგაზრდამ სწორედ ამ პროექტში ჩართვის შემდეგ დაიწყო მუნიციპალიტეტთან აქტიური ურთიერთობა. უმრავლესობასთან დღემდე გვაქვს კომუნიკაცია და ნაწილი, მერიის სამსახურებშიც მუშაობს.

მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები რუსთავს მოახმარონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია და მიხარია, რომ რუსთავის განვითარების კონცეფცია, რომელსაც დღეს ვახორციელებთ, ზუსტად პასუხობს მათ მოთხოვნას, შევქმნათ გარემო, რომელიც სრულად გამოავლენს მათ ახალგაზრდულ პოტენციალს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„მართე შენი ქალაქი", რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და მასში 500-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. დღემდე, რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში კი პროექტის მონაწილე 80 ახალგაზრდა დასაქმდა.

პროექტი რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და რუსთავის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას და მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა "ნაცი" ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი