მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: „ქართულის“ საფესტივალო სივრცე, რუსთავში გიწვევთ ყველას, ვისაც ქართული ქორეოგრაფია და ფოლკლორი გიყვართ
ნინო ლაცაბიძე: „ქართულის“ საფესტივალო სივრცე, რუსთავში გიწვევთ ყველას, ვისაც ქართული ქორეოგრაფია და ფოლკლორი გიყვართ

ნინო ლაცაბიძე: „ქართულის“ საფესტივალო სივრცე, რუსთავში გიწვევთ ყველას, ვისაც ქართული ქორეოგრაფია და ფოლკლორი გიყვართ

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის 10-დღიანი კონკურ-ფესტივალი „ქართული“ დაიწყო. საზეიმო კონცერტი ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად და ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, ქართული საგალობლებით გაიხსნა.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე სპეციალურად „ქართულისთვის“ შექმნილი პროგრამა წარადგინეს ,,კახაბერმა და ხანუმებმა“, ,,შავნაბადამ“, ,,მე რუსთველმა“ ,,თუთარჩელამ“ და გასული წლის გრან-პრის მფლობელმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ჯავარმა“.

„რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გავხსენით. უამინდობის მიუხედავად, გუშინ ჩვენს საფესტივალო სივრცეში, უამრავი რუსთაველი შეიკრიბა და სწორედ ამიტომ, ძალიან ემოციური, ლამაზი, ნამდვილი ქართული საღამო გამოგვივიდა. დიდი მადლობა რუსთავის მერიის გუნდს, იმ ერთგულებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც ასეთი შედეგი მოაქვს. დღეიდან 10 დღის განმავლობაში, ქართულის საფესტივალო სივრცე გელოდებათ ყველას, ვისაც ქართული ქორეოგრაფია და ფოლკლორი გიყვართ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით, უკვე მესამედ იმართება. წლევანდელ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების გარდა, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორებიც ჩაერთვებიან.

„ქართული“ 10-დან 20 ივნისის ჩათვლით მიიღებს სტუმრებს და გასული წლების მსგავსად, რუსთავის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა იქნება.

კონკურს-ფესტივალის ჟიური გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს და მათ რუსთავის მერია სოლიდურ ფულად ჯილდოს გადასცემს. გრანპრის მფლობელი 10 000 ლარს და სპეციალურად „ქართულისთვის“ შექმნილ გარდამავალ ჯილდოს მიიღებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი