მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა
ნინო წილოსანი: ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა

ნინო წილოსანი: ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა

იმედი|imedinews.ge

ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ზუსტად ამ დიქტატორული მეთოდებით, ცენზურით, იმ ჩვეული გზებით და ინსტრუმენტებით ისინი ცდილობენ, რომ გარედან დააზიანონ საქართველოს შიდა პროცესები.

„ბრიტანეთის ბიუროკრატების მხრიდან უდიდეს უსამართლობას ჰქონდა ადგილი ქართული მედია საშუალებების დასანქცირებისთვის. იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ცენზურაში და სიტყვის თავისუფლების ჩარევაში არ გავიდეს, ყველაზე კომფორტული გზა არის, რომ ეს მედია, ადამიანი თუ პოლიტიკოსი მიაწერონ პრო-რუსულ პროპაგანდას. ამიტომ რუსულით დაბრენდვა ვიცით, რომ წითელი ხაზია, მათ შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება. ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც მედია საშუალებების დასანქცირებასთან დაკავშირებით არის, ამ რეზოლუციაშიც თავისთავად არის ეს ხაზი გავრცელებული.

თუ არ ჩაახშეს აქ თავისუფალი სიტყვა, შეუძლებელია, რომ ჩვენ ალტერნატიული მოცემულობა დავანახოთ საზოგადოებას. მათი ინტერესი არის, რომ მხოლოდ დარჩეს მათი პარტიული და მათი ინტერესების მღაღადებელი რუპორი, როგორიც არის „ფორმულა“, „ტვ პირველი“ და სხვა, რომელიც სამწუხროდ პოლონეთში გაიხსნა და ეს იყოს ერთადერთი საინფორმაციო წყარო და სხვა ალტერნატიული არაფერი არსებობდეს.

როდესაც ერთი მხრივ არსებობს „იმედი“, „პოსტივი“, „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ა.შ. და არსებობს პირდაპირ პარტიული ტელევიზიები - „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი“ და ამ ქვეყანაში მაყურებელს შეუძლია ყველა ამ ტელევიზიას თავისუფლად უყუროს, მაყურებელს შეუძლია გადაწყვიტოს, რომელია სწორი და საკუთარი დასკვნა გამოიტანოს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დეპუტატის თქმით, ერთადერთი მიზანი ამ მედია საშუალებების დასანქცირების არის თავისუფალი სიტყვის ჩახშობა.

„აშშ-ის სენატში ახლაც იხილება საკითხი, თუ როგორ მძლავრობს ევროპაში ცენზურა. ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვხედავთ რას სჩადიან ისინი, როდესაც მათ სურთ, რომ თავისი ინტერესი გაიტანონ, როგორ უხეშ ცენზურას ახორციელებენ, როგორ ერევიან სიტყვის თავისუფლებაში, როგორ არიან იქ ადამიანები დაპატიმრებული იმ კომენტარებისთვის სოციალურ ქსელებში, რომელიც გერმანიის თუ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსების მიმართ იყო გაკეთებული და უფრო ნაკლებ ფაქტორებზე როგორ ებრძვიან „ქართულ ოცნებას“, რომ თურმე პოლიციელს რომ თავს დაესხმება ჟურნალისტი და ამ ჟურნალისტს რომ შესაბამისი ბრალის წაყენება და შემდგომ დანაშაულისთვის დასჯა მოუწევს, როგორ არის პოლიტპატიმრობა და ჟურნალისტის გაჩუმება ციხეში გამოკეტვით“, - განმარტა წილოსანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა

იმედი

Reuters: ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ წინადადებას განიხილავს

Reuters: ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ წინადადებას განიხილავს

იმედი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

იმედი

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა 9 წლის წინ, როდესაც მოსაყდრე ამოირჩია მისივე სიცოცხლეში, მაშინ თქვა, რომ - წმინდა გიორგი დამეხმარა ამ საქმეშიც ისევე, როგორც სხვა ბევრ საქმეში

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა 9 წლის წინ, როდესაც მოსაყდრე ამოირჩია მისივე სიცოცხლეში, მაშინ თქვა, რომ - წმინდა გიორგი დამეხმარა ამ საქმეშიც ისევე, როგორც სხვა ბევრ საქმეში

იმედი